ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პროექტის დასრულება.

„გეგმის მიხედვით მიმდინარეობს მშენებლობა, პარალელურად კი კულტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ მუზეუმის შინაარსობრივ ნაწილზე. საექსპოზიციო სივრცეების გარდა, აქ იქნება საკონფერენციო, მულტიფუნქციური მედიათეკა, საცავები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი პროექტის დასრულება, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდი და კონტრაქტორი მუშაობენ ვადების ოპტიმიზაციაზე“ , - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ინფორმაციით, ონის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ შენობა პრაქტიკულად გაანადგურა.

„ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. მუზეუმში სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი გამოიფინება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა