დავით სერგეენკო - გარედან შემოთვლით: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“, არ ხდება პარლამენტში, ქუჩის პროტესტების „გამოყოლილში“ არიან - ადამიანებო, შემობრძანდით და მიიღეთ ამაში მონაწილეობა

არგუმენტები ოპოზიციის მხრიდან რომ ეხებოდეს კანონს და არა კანონპროექტს, ცამდე მართლები იქნებოდნენ, მაგრამ ეხება კანონპროექტს - შემოთვალეს: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“ , პარლამენტში ასე არ ხდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას და ამ კონტექსტსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას.

როგორც სერგეენკო აღნიშნავს, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არის „ნედლი მასალა“, რომელმაც პროცედურები უნდა გაიაროს.

„არგუმენტები ოპოზიციის ან ნებისმიერი ადამიანის მხრიდან კანონს რომ ეხებოდეს და არა კანონპროექტს, ცამდე მართლები იქნებოდნენ, მაგრამ, ეხება კანონპროექტს, რომელიც არის ნედლი მასალა და რომელმაც პლენარულ სხდომაზე დებატები უნდა გაიაროს. ასე შემოთვლით, ანუ, შემოთვალეს: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“ , ასე არ ხდება პარლამენტში. საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება ოპოზიციის ნაწილს არ აქვს, მაგრამ დიდ ნაწილს აქვს და არ შეიძლება , არ იცოდნენ“, - აცხადებს სერგეენკო.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა შეთანხმება კანონპროექტში კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სერგეენკო პასუხობს: „რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საზოგადოებისთვის გახსნილ დებატებში არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული“.

„საპარლამენტო ცხოვრება ეს არის და არა კასტეტებით კალიდორებში სირბილი. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ნაწილმა, ვისაც საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება აქვს, არ იცოდეს, რომ ეს ასე ხდება და არა სხვანაირად. ვეცდები, ნაკლებად ხისტი ვიყო, ვვარაუდობ, რომ ამას სპეციალურად კი არ აკეთებენ, არამედ ქუჩის პროტესტების „გამოყოლილში“ არიან - ზემო იმერულად რომ ვთქვათ. რუსთაველის #8-ში ხდება ამაზე დებატები და რომელიმე ჩანაწერი კანონპროექტიდან თუ არ მოგწონს და არგუმენტები გაქვს, იქ უნდა გავცვალო და იქ იბრძოლო არგუმენტირებულად, რომ საბოლოო პროდუქტი იყოს ყველასთვის მისაღები“, - აღნიშნა მან.

ამასთან დავით სერგეენკომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების მექანიზმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, „თუ რა არის ის, რამაც შეიძლება მელია გამოუშვას საკნიდან?“ როგორც სერგეენკო აცხადებს, ეს ერთი შეხედვით რებუსივით ჩანს, თუმცა ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო აქტივობები.

„ერთი შეხედვით მართლა რებუსივით ჩანს, მაგრამ ამ რებუსს, ამოხსნა, საფუძველი, რაციონალი აქვს, რომელსაც რატომღაც ვერ ვისმენ ხოლმე ფიცხელ გამოსვლებში. ამის გათვალისწინების გარეშე აზრი არ აქვს. იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში საჭიროა საკანონმდებლო აქტივობები - კანონების გამოცემა. კანონს გამოსცემს პარლამენტი და არა „ქართული ოცნება“. კანონის ჩამოყალიბებას, მისთვის ფორმის მიცემას და ძალაში შესვლას პროცედურა აქვს. ჯერ კომიტეტშია მსჯელობა, მათ შორის იქ ოპოზიციის თანდასწრებით და მსჯელობით ღია ეთერში,საჯაროდ, საზოგადოების მოსასმენად. ყველაზე რთული ეტაპია საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე მოსმენა. განსაკუთრებით პირველი მოსმენა, სადაც შინაარსობრივი დებატებია. ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ამას, გარედან შემოგვძახებს ხოლმე, რომ აი, ეს, ასე არ მოგვწონს. მიდიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს პრეზიდენტთან, მედია ტრიბუნას იყენებენ, აკნინებენ და იწუნებენ ამას. ადამიანებო, შემობრძანდით და მიიღეთ ამაში მონაწილეობა“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა