ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა დაიწყო

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა დაიწყო. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ახლობლები.

როგორც გაუჩინარებულის მეგობრმა განაცხადა, შესაძლებელი იყო სამუშაოები უფრო წარმატებით განხორციელებულიყო და ძებნის დროს კომპანიას მუშაობა შეეჩერებინა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ანთიძე მდინარეში ერთი თვის წინ გაუჩინარდა. რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატმა გუშინ ანთაძის მიერ გაგზავნილი ბოლო მესიჯი გაასაჯაროვა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანთაძემ მესიჯი „მესენჯერში“ გაგზავნა, „სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა ხოლმე“. ადვოკატის განმარტებით, ნიკა ანთიძემ სწორედ ამ სმს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დატოვა მდინარესთან ტელეფონი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა