რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ონში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა ლოკაციაზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს, ეწყობა დამცავი კედლები, ნაპირდაცვითი ნაგებობები, დეზები და ტარდება სხვა ტიპის სამუშაო. სტიქიის სალიკვიდაციო პროცესი ჯერ კიდევ შარშან დასრულდა და წელს უკვე კლიმატურმა პირობებმა საშუალება მოგვცა აქტიური რეაბილიტაცია გაგვეგრძელებინა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

მათივე ცნობით, მე-2 ეტაპის სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული გზები.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს და საერთო ჯამში, დაზიანებული გზები 16 უბანზე აღდგება - ამ ეტაპზე, აქტიური პროცესი 8 უბანზე მიმდინარეობს და დანარჩენ უბნებზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, წლის ბოლოსთვის გზის საფარის დაგება და ნაპირდაცვითი სამუშაოს დასრულებაა დაგეგმილი.

“რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფარსტრუქტურის აღდგენის სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

სტიქიამ 2020 წლის ივლისში ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელსვე ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოებით სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“