სერგო ჩიხლაძე - მოლოდინს, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, ზურგს უმაგრებს დასავლელი პარტნიორების ნეგატიური განცხადებები

როგორც კი კანონი შევა ძალაში, თუ ვეტო არ იქნება გამოყენებული, ჩვენი მხრიდან ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება. თუ ეს იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, წინა კანონი გაუქმდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის’ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს და როგორც მან აღნიშნა, „ამ მოლოდინს ზურგს უმაგრებს დასავლელი პარტნიორების მკაფიო და ნეგატიური განცხადება ამ კანონთან მიმართებაში და მოწოდება „ქართული ოცნებისადმი“, რომ ეს არ არის დემოკრატიული გზა“.

„ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. მას არ უთქვამს, რომ ამას არ გაკეთებს, უფრო მეტიც მან თქვა, რომ შესაძლებელია თავისი წინადადებებით და შესწორებებით დააბრუნოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტმა ეს გამოიყენოს. ამ მოლოდინს ზურგს უმაგრებს დასავლელი პარტნიორების მკაფიო და ნეგატიური განცხადება ამ კანონთან მიმართებაში და მოწოდება „ქართული ოცნებისადმი“, რომ ეს არ არის დემოკრატიული გზა. სავარაუდოდ, ამანაც აფიქრებინა პრეზიდენტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით იყო ერთი, რომ ვეტოს მოწოდება პრეზიდენტთან, ეს შეხვედრა შედგა და საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მეორე არის, რომ როგორც კი კანონი შევა ძალაში, თუ ვეტო არ იქნება გამოყენებული, ჩვენი მხრიდან დაინიცირდება ახალი კანონპროექტი, რომელიც შევა და იქნება ეს საკითხი განხილული. თუ ეს იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, წინა მიღებული კანონი იქნება გაუქმებული. ეს არის მეორე მექანიზმი.

საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ძალებშიც არსებობს კონსენსუსი, რომ ეს კანონი არ პასუხობს დემოკრატიის მოთხოვნებს, შესაბამისად, დიდი ალბაობით, თუ ვეტო არ იქნება გამოყენებული, ჩვენი კანონპროექტი გავა წარმატებით ამის შემდეგ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს