სერგო ჩიხლაძე - "წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს აკაკი მინაშვილმა - სხვა პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია

ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია, რომელიც ყველა არსებულ მექანიზმზე უარს ამბობს - ხელს თუ არ გვიწყობენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან ნიკა მელიას გათავისუფლებაში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად არსებობს ორი მექანიზმი - გირაო და ამნისტია და "ნაციონალური მოძრაობა" ორივეზე უარს ამბობს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსი სხვა პოლიტიკოსზე, მითუმეტეს, პარტნიორები ვიყავით რამდენიმე დღის წინ, ასეთ შეფასებებს აკეთებს. "წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე ათი, თერთმეტი სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ. მეც ვიყავი ზოგიერთ მოლაპარაკებაზე, როცა ბატონი გიორგი არ იყო. შესაბამისად, მეც ვადასტურებ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მათი მოსაზრება, წინააღმდეგობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, არც დანიელსონი როცა ატარებდა ამას, არც შარლ მიშელის დროს, არ ჰქონიათ. მათ ჰქონდათ მოსაზრებები და ჭმუნვები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. აქ იყო გარკვეული პოზიციები, მაგრამ ამნისტიასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდაზე მათ საწინააღმდეგო არ დაუდგენიათ. ერთ რამეს ვიტყვი, ხელს თუ არ გვიწყობენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან ნიკა მელიას გათავისუფლებაში. ორი მექანიზმი არსებობს გირაო და ამნისტია. თუ ორივეზე უარს ამბობენ და არც ერთი არ მოსწონთ, მესამე თვითონ თქვან მაშინ, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ნიკა მელია გათავისუფლდება. თქვეს ეს მექანიზმი სადმე? არსად არ უთქვამთ, არ არსებობს სხვა მექანიზმი და ხელს ნუ შეგვიშლიან, ამას ბოლომდე მივიყვანთ. მელიაც თავისუფალი იქნება და სხვა არანაკლები მნიშვნელობის პუნქტები შესრულებული იქნება. ჯობია, გაჩერდნენ მაინც და დესტრუქციის მაგივრად ხელი მაინც არ შეგვიშალონ ამ პროცესში, თუ მათ სხვა ალტერნატივა არ აქვთ. როგორც ჩანს, არ აქვთ ალტერნატივა.

საერთოდ როგორ ფიქრობენ ნიკა მელიას გამოყვანას. ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია, რომელიც ყველა არსებულ მექანიზმზე უარს ამბობს. მაშინ დაგვანახონ რა არის ეს მეოთხე, მეხუთე მექანიზმი" , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებებს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოეხმაურა და თქვა რომ "ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჟულიკობა”.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სერგო ჩიხლაძე - "წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს აკაკი მინაშვილმა - სხვა პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია

ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია, რომელიც ყველა არსებულ მექანიზმზე უარს ამბობს - ხელს თუ არ გვიწყობენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან ნიკა მელიას გათავისუფლებაში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად არსებობს ორი მექანიზმი - გირაო და ამნისტია და "ნაციონალური მოძრაობა" ორივეზე უარს ამბობს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსი სხვა პოლიტიკოსზე, მითუმეტეს, პარტნიორები ვიყავით რამდენიმე დღის წინ, ასეთ შეფასებებს აკეთებს. "წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე ათი, თერთმეტი სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ. მეც ვიყავი ზოგიერთ მოლაპარაკებაზე, როცა ბატონი გიორგი არ იყო. შესაბამისად, მეც ვადასტურებ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მათი მოსაზრება, წინააღმდეგობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, არც დანიელსონი როცა ატარებდა ამას, არც შარლ მიშელის დროს, არ ჰქონიათ. მათ ჰქონდათ მოსაზრებები და ჭმუნვები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. აქ იყო გარკვეული პოზიციები, მაგრამ ამნისტიასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდაზე მათ საწინააღმდეგო არ დაუდგენიათ. ერთ რამეს ვიტყვი, ხელს თუ არ გვიწყობენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან ნიკა მელიას გათავისუფლებაში. ორი მექანიზმი არსებობს გირაო და ამნისტია. თუ ორივეზე უარს ამბობენ და არც ერთი არ მოსწონთ, მესამე თვითონ თქვან მაშინ, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ნიკა მელია გათავისუფლდება. თქვეს ეს მექანიზმი სადმე? არსად არ უთქვამთ, არ არსებობს სხვა მექანიზმი და ხელს ნუ შეგვიშლიან, ამას ბოლომდე მივიყვანთ. მელიაც თავისუფალი იქნება და სხვა არანაკლები მნიშვნელობის პუნქტები შესრულებული იქნება. ჯობია, გაჩერდნენ მაინც და დესტრუქციის მაგივრად ხელი მაინც არ შეგვიშალონ ამ პროცესში, თუ მათ სხვა ალტერნატივა არ აქვთ. როგორც ჩანს, არ აქვთ ალტერნატივა.

საერთოდ როგორ ფიქრობენ ნიკა მელიას გამოყვანას. ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია, რომელიც ყველა არსებულ მექანიზმზე უარს ამბობს. მაშინ დაგვანახონ რა არის ეს მეოთხე, მეხუთე მექანიზმი" , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებებს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოეხმაურა და თქვა რომ "ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჟულიკობა”.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი