გურამ მაჭარაშვილი - კრიტიკულად მიუღებელია, დისკრიმინაციული მიდგომაა, რომ 20 ივნისს დაზარალებულები მხოლოდ მოქალაქეები არიან

არავინ არავის არაფერს უუქმებს, რა შეღავათებიც აქვთ მათ, ისევ მიიღებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 20 ივნისის დაზარალებულის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, "უნდა შევეგუოთ იმას, რომ დაზარალებულები არსებობენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები."

"თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პოლიციელი არ არის საქართველოს მოქალაქე და ეს ადამიანები არ იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ ოჯახები არ ჰყავთ და ახლობლები, ძალიან ცდებიან. პოლიციელები არიან ადამიანები, ვინც 24 საათი იცავდნენ და იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას და მართლწესრიგს. აქედან გამომდინარე, ეს არის კრიტიკულად მიუღებელი, დისკრიმინაციული მიდგომა, რომ 20 ივნისს დაზარალებულები მხოლოდ მოქალაქეები არიან. პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ პოლიცია არ მიდიოდა იქ მოქალაქეებთან, აქციის დასაშლელად, აქციის რამდენიმე აგრესიული მოქალაქე უტევდა პირდაპირ პოლიციელს. ამიტომ დაზარალებულებში მოიაზრება როგორც მოქალაქე, ისე პოლიციელი,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პრინციპულად არ ეთანხმებიან, როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებს. 20 ივნისს დაზარალებულთა ჯგუფი მოუწოდებენ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს