ტიტე აროშიძე მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, მოქალაქეებს, გასვლითი შეხვედრების პარალელურად, უმაღლეს საბჭოშიც ხვდება.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრის უმთავრესი თემა მოქალაქეთა ყოფითი და ყოველდღიური გამოწვევები იყო.

„სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს წევრთან საუბრისას, სოციალური, ჯანდაცვისა და სხვა მუნიციპალური პროგრამების დეტალებით დაინტერესდნენ. უმაღლესი საბჭოს წევრმა შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდა. ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოსა და გასვლით შეხვედრებზე უშუალოდ მოქალაქეებისგან დროულად მოწოდებული ინფორმაცია, მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების დროული მოგვარების გარანტიაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა