ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის  რეაბილიტაცია იგეგმება

ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც სხვადასხვა ფუნქციური ზონები მოეწყობა ადმინისტრაციისა და საფეხბურთო გუნდებისათვის.

მათივე ცნობით, გაკეთდება ახალი ტრიბუნები, რომელიც გადაიხურება. ასევე, შეიცვლება საფეხბურთო მოედნის საფარი და დამონტაჟდება განათება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოედნის დასრულებული პროექტი ბორჯომის მერიას გადასცეს. პროექტი მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის, სასპორტო სკოლისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს