ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში, იჩერი შეჰერის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში, ათეშგაჰის ტაძარსა და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. ფოტოსესიების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის თასი, UEFA EURO 2020-ის მასკოტის, სკილზის თანხლებით, ბრენდირებული ავტობუსით ბაქოს სხვადასხვა გამზირსა და ქუჩაზე ჩამოატარეს, სადაც ბაქოს მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს მისი ხილვის საშუალება მიეცათ. ბაქოს შემდეგ თასს დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში გადაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ EURO 2020-ის თამაშები, ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. მათ შორის, A ჯგუფის 3 თამაში და მეოთხედფინალის ერთი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

12 ივნისს ბაქო უელსი-შვეიცარიის, 16 ივნისს თურქეთი-უელსის, ხოლო 20 ივნისს შვეიცარია-თურქეთის მატჩს უმასპინძლებს. მეოთხედფინალის შეხვედრა კი ბაქოში 3 ივლისს გაიმართება.

(R)

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის