ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ. ისინი შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი განცხადებით, ეს არის 23 მაისის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი შეხვედრა. ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.
ჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.