რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად „სინოფარმის“ ვაქცინით ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში აიცრა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში 40 ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე. მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”,- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს