“იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ  მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს.

როგორც “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ გიგა წულეისკირმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მევახშეები კი ე.წ. შავი ხვრელებით სარგებლობენ და ითვისებენ მოქალაქეების ქონებას.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების მეშვეობით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. გიგა წულეისკირი პრობლემის აღმოსაფხვრელად ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მევახშეებმა მიმართეს თაღლითურ თემას, რაც გამოიხატება შემდგომ ფორმულირებაში- შეთანხმება ხდება თანხის გასესხებაზე, მაგრამ ფორმდება საერთოდ სხვაგვარი ხელშეკრულება,რაც გამოიხატება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში. სრულიად განსხვავებულ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, თანხის გასესხება ექვმედებარება შესაბამის ბეგარას და ამისგან თავიდან არიდების მიზნით აფორმებენ თითქოსდა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას. ამის შედეგად მოსახლეობას აღარ რჩება რეალური ბერკეტები ე.წ. მევახშეებთან საბრძოლველად. მევახშეები კი, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან, საქმე გვაქვს 180-ე და 182-ე მუხლთან, ქონების მითვისებასთან. მევახშეები ისაკუთრებენ ფიზიკური პირების ქონებას. გვსურს მივმართოთ ფიზიკურ პირებს, რომ მოგვმართონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მათ უფასოდ ვთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას. ასევე გვსურს, ვთხოვოთ საგამოძიებო უწყებებს, რომ მსგავს საკითხებში დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება ამ საკითხების გამოძიება, რადგან სამწუხაროდ, პოლიცია მოსახლეობას სასამართლოში ამისამართებს, სასამართლო კი, პირიქით, პოლიციაში და ასე სიარულში ადამიანები უძრავ ქონებას კარგავენ. სამოქალაქო დანაშაულია, როდესაც ხელშეკრულების პირობა ვერ თანხმდება და სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც სხვა შეთანხმებაა გაფორმებული და სრულიად სხვა საქმესთან გვაქვს საქმე. თაღლითობა და სხვისი ქონების მითვისება კანონით დასჯადია. კონკრეტული ფაქტები შევაგროვეთ, აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე მევახშის გამოვლენის საკითხზე“, -აცხადებს გიგა წულეისკირი.

იხილეთ ვიდეო:"იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება" უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა