Covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება უკვე „გაგუას კლინიკაშიც“ შეგიძლიათ. „სინოფარმით“ ვაქცინაცია მაღალი სტანდარტების დაცვით მოწყობილ კაბინეტში ტარდება. ვაქცინის გაკეთების შემდეგ კი აცრილი ადამიანები სპეციალური მოცდის ოთახში გაატარებენ გარკვეულ დროს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
„გაგუას კლინიკაში“ განმარტავენ, რომ ვაქცინაციის კაბინეტის გახსნა კლინიკის სოციალური პასუხისმგებლობაა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოჩენიდანვე კლინიკაში დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები.
„გაგუას კლინიკაში“ „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის საჭიროა რეგიტრაცია გაიაროთ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე. „სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო და აცრის გაკეთება 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
(R)