თორნიკე რიჟვაძე - პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, აჭარაში 20 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება

პრემიერ- მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ბათუმში გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და აჭარის 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება ურბანული პროექტები, რომელიც არის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპლექსური ღონისძიება. რეკორდულად მოკლე ვადებში მოხდა როგორც ამ ინიციატივის შემუშავება, ასევე კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე კვირაში თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. კრიზისისა და პანდემიის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა აგრძელებს განვითარებას. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მათი ხედვა, რამდენიმე კონკრეტული ვარიანტი და შემდეგ უკვე კომისიური წესით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების შერჩევა. ეს არის როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე პროექტები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

უწყების ცნობით, კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

პროგრამის ფარგლებში აჭარაში 20 მილიონის ღირებულების პროექტები განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა