ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

“რატომ გვახრჩობთ გვითხარით“, “ნუ გვაიძულებთ ვისუნთქოთ შავი ჰაერი“, ,”არ შევიტანოთ წვლილი ერთმანეთის მოკვლაში“, - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.

მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

„აქ ვცხოვრობთ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ , ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ნონა შენგელიამ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და პრობლემის დროულად მოგვარებას მოითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა