„რიონის ხეობის მცველებსა“ და „ნამახვანჰესის“ პროექტის მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

„რიონის ხეობის მცველებსა“ და „ნამახვანჰესის“ პროექტის მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რიონის ხეობის მკვიდრის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა სიმართლეს არ შეესაბამება და ადგილზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ პროცესის ნდობა გამორიცხულია.

„აქცია გვქონდა ცაგერში, შემდეგ ამბროლაურში და დავბრუნდით უკან რიონის ხეობაში. ახლა ვიმყოფებით რიონის ხეობაში, ნამახვანის ჩანჩქერთან. როდესაც საუბარია იმაზე, რომ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, რასაც მინისტრი ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება. აქტიურად მიმდინარეობს აქ სამუშაო პროცესი, 24 საათის განმავლობაში ყოველდღე და საპირისპიროში გვარწმუნებენ ხოლმე სამინისტროს წარმომადგენლები და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, რომ თითქოს შეჩერებულია სამუშაოები, მხოლოდ გზის მშენებლობა მიდის და კაშხალი არ აშენდება. ყველაფერი ტყუილზეა აგებული და ამ ხალხს არასდროს არ გადმოუდგამს შემხვედრი ნაბიჯი, რომ აინტერესებდეთ გარკვევა საქმის არსში. ყველაფერი რასაც ამბობენ, არის ტყუილი, ერთობით და სიმრავლით თუ შევაჩერებთ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში, ამ პროცესის ნდობა უბრალოდ გამორიცხულია“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა