დავით მათიკაშვილი - ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება - მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა

ის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი ვერ შედგა და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ნიკანორ მელიას ღირსებაზე გაიარა და კიდევ ერთხელ ეს დასტურია იმისა, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა კანონის წინაშე თანასწორია და უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას მოუწევს დამორჩილება.

“ეს ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მართლაც ამ ყველაფერმა, მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა და საბოლოოდ ისედაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას მოუწევს დამორჩილება კანონიერი მოთხოვნისა - ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და ერთგვარი გაკვეთილი იმ მოვლენების, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, ნიკანორ მელიას გირაოსთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ნიკანორ მელია ჯერ აცხადებდა, რომ მას ვერ დაიჭერდნენ და მერე აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, შემდეგ არ გამოვიდოდა, ხან იღებდა, გირაოს ხან არ იღებდა ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი ვერ შედგა და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ამ პიროვნების ღირსებაზე გაიარა და კიდევ ერთხელ ეს დასტურია იმისა, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა არის კანონის წინაშე თანასწორი და უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი