ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულებულ სამუშაოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე გაეცნენ.

მათივე ცნობით, ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

„ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. ეს არის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად გამოირჩევა მართვის ეფექტურობით. ასევე, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ობიექტის დამოუკიდებელ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მას 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა