დავით მათიკაშვილი ამნისტიაზე - ოპოზიციის პროექტში გარკვეულწილად შეინიშნება პოლიციელების მიმართ არათანმიმდევრული მიდგომა

ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი თავიდან ბოლომდე მიესადაგება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ სულისკვეთებას და ის აუცილებლად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტი მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე არ არის ორიენტირებული და ის ითვალისწინებს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირის ამნისტირებას.

„დოკუმენტი, რომელიც უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდანაც დაინიცირდა, ითვალისწინებს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირის ამნისტირებას. ეს გახლავთ ევროკავშირის ხედვა ამ მოვლენებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიშალოს ის ფურცელი, რომელიც გარკვეული კამათი და პრობლემატიკის საფუძველი იყო პოლიტიკურ წრეებში.

რაც შეეხება დოკუმენტზე მუშაობას, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ დოკუმენტზე ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ვმუშაობდით. იქ იყო მცდელობა, რომ თავიდანვე შეჯერებულიყო აბსოლუტურად ყველა პოზიცია. ნაწილობრივ ეს შეჯერდა კიდეც, თუმცა არის არსებითი განსხვავებები ამ ორ პროექტს შორის. ოპოზიციის პროექტში შეინიშნება გარკვეულწილად არათანმიმდევრული მიდგომა პოლიციელების მიმართ, როდესაც მათ თანხმობას არ თხოვენ დანაშაულის ან რაიმე გადაცდომის ფაქტის ჩადენაზე, შესაბამისად ჩვენ ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი თავიდან ბოლომდე მიესადაგება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ სულისკვეთებას და ის აუცილებლად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, მათიკაშვილი ზურაბიშვილის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლების არ გამოყენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან ამ თემის და საქმის სიღრმისეული ცოდნა აჩვენა, გარკვეული შესაბამისი შენიშვნებით. თუმცა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი და ეს არის სიმართლე, რომ ეს კანონები არ იმსახურებენ ვეტოს, იმიტომ, რომ სამართლებრივ ჭრილში მათი კონსტიტუციური საკითხი, სამართლებრივი საკითხი, ის ტრადიცია და პრაქტიკა, რაც ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან ვეტოს ნამდვილად არ იმსახურებდა" , - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო