ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის გმირებს.

„ უდიდესი გამარჯვების დღეა 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს პირველ რიგში ვულოცავ ომის ვეტერანებს, ჩვენს გმირ თანამემამულეებს. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამარცხეს ფაშიზმი. ბევრი მათგანი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და ღვაწლს!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა