ჯაბა ფუტკარაძე - ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს სასამართლოში ვუჩივით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.

ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„მსურს განცხადება გავაკეთო გუშინ ტელეკომპანია „პირველზე", გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი", გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დისკრედიტაციას. საუბარია გასული წლის საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, რომელსაც ჰყავს მსჯავრდებულები და ეს საქმე საზოგადოებისთვის, შესაბამისი უწყების მიერ, გასაჯაროებულია.

მიუხედავად იმისა, რომ არც საქმეში არსებული დეტალები და არც სიუჟეტის რესპონდენტები, ვერ ადასტურებენ არსებულ საქმესთან პირდაპირი, ან ირიბი ფორმით ჩემს რაიმე ტიპის ჩართულობას და კავშირს, ჟურნალისტი არათუ ვარაუდის დონეზე, არამედ მტკიცებით ფორმაში მადანაშაულებს, უფრო მეტიც პირდაპირ ბრალს მდებს ქრთამის აღებაში. სიუჟეტში მოცემული მიზანმიმართული ცილისწამება, რომლის ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად ვერ იქნება და არ არის აღძრული საქმეც, არის ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ჩვენ ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს ვუჩივით სასამართლოში. აგრეთვე მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ამჯერად, სიცრუის მანქანას მოუწევს არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ სასამართლოს დაუმტკიცოს სიუჟეტში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კანონით განსაზღვრული პროცედურებით, ვაგრძელებთ ინვესტორებთან კომუნიკაციას, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონში. ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, კანონის ფარგლებში, ეხლაც და მომავალშიც დავეხმარებით", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს