აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის გმირებს პატივი მიაგეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის გმირებს პატივი მიაგეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ფაშიზმზე გამარჯვების 76- ე წლისთავი ტრადიციულად ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, საბჭოთა კავშირის გმირის - ანატოლი კაჭარავას საფლავზე შეკრებით აღინიშნა ბათუმში.

“აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ახლობლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საბჭოთა კავშირის გმირის საფლავი, რომელსაც 9 მაისს 111 წელი შეუსრულდებოდა. ანატოლი კაჭარავამ საომარი მოქმედებების დროს არაერთი სახიფათო რეისი შეასრულა და გმირობის მაგალითად იქცა. შეკრებილებმა მის ხსოვნას მხედრული პატივი მიაგეს.

9 მაისი ტრადიციულად აღინიშნა ხელვაჩაურშიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნადიმ ვარშანიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი საჩუქრები გადაეცათ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს