რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში პატივი მიაგეს და დაღუპულ გმირთმა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დეპუტატმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და სამამულო ომში გმირულად დაღუპულთა როლზე ისაუბრა.

"ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და ვუსურვებ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლეს.

ფაშიზმზე გამარჯვებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავლში და კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია.

ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის წვლილი განუზომელია ფაშიზმის დამარცხებაში და ყველას გილოცავთ ამ მეტად საამაყო თარიღს", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს