თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.