ბადრი ჯაფარიძე "ლელოში" შეხვედრაზე - ვიმსჯელეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ცვლილებებზე - გვექნება ძალიან დასაბუთებული წინადადებები

თამარ ჟვანიას გადადგომა მიშელის დოკუმენტში ვერ იქნებოდა - იმედი გვაქვს, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის, შეგვიძლია ქალბატონ ჟვანიასაც შევთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კარგი და მისაღები იქნება საზოგადოებისთვის,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების ნუსხა, რომელსაც ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კანონმდებლობაში გატარების თვალსაზრისით შესთავაზებს, ვრცელია.

ჯაფარიძის თქმით, კანონმდებლობაში უნდა აისახოს როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი, ასევე იქამდე, დეკემბერში ფასილიტატორების მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტში ასახული ცვლილებები.

„ჩვენ ვიმსჯელეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმ ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენ გვექნება ძალიან დასაბუთებული წინადადებები, თუ როგორ ავსახოთ შარლ მიშელის და ადრე მიღწეული შეთანხმებები. უნდა ითქვას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს წინ უსწრებდა ფასილიტატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი დეკემბერში, რომელიც მთლიანად არ აისახა იმ კანონში, რომელიც ინიცირებული იქნა "ქართული ოცნების" მიერ. ჩვენი აზრით, ის ცვლილებებიც უნდა იქნას აუცილებლად გატარებული, რადგან ეს იყო შეთანხმებული „ქართულ ოცნებასთან“ , ასევე აუცილებლად შარლ მიშელის დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ გაწერილი ცვლილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მივიდეთ ახალი ადმინისტრაციით, ახალი კომისიებით, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებით, ახალი საარჩევნო კანონმდებლობით. ამან უნდა მოგვცეს საშუალება, რომ წელს ჩავატაროთ მართლაც გამორჩეული არჩევნები, რომელიც არ დაბადებს არანაირ კითხვას და ამ არჩევნებს აქვს კიდევ რეფერენდუმის დატვირთვაც, რადგან ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი. თამარ ჟვანიას გადადგომა ამ დოკუმენტში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, იმედი გვაქვს, რომ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, დოკუმენტში ეს ვერ იქნებოდა ასახული, მაგრამ დოკუმენტში არის ნათქვამი, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რასაც იძლევა დოკუმენტი ყველა ცვლილებას განვახორციელებთ. იმედი გვაქვს მიიღებენ გადაწყვეტილებას თვითონ, მათ შორის შეგვიძლია შევთავაზოთ ქალბატონ ჟვანიასაც ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ იქნება კარგი და მისაღები საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს დოკუმენტში ასახული არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა