გორის მერი - ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

გორში, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს! მინდა ყველა ვეტერანს მადლობა გადავუხადო და ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ზუსტად 76 წლის წინ დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი სასტიკი ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველომ ამ ომში ასი ათასობით ადამიანი დაკარგა. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე “, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპანია "კარფურის" წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათ პროდუქტი, ტკბილეული და ჰიგიენის საშუალებები მიუტანეს.

„გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს. გორის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებით ულოცავს მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. გორის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს წელიწადში 800 ლარს გადასცემს, აქედან 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მათ 300 ლარი გადაეცემათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა