TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა

TKT.GE აფართოებს სერვისებს და მომხმარებელს ავიაბილეთების შეძენასაც მარტივად სთავაზობს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ბრენდი დღითიდღე ავითარებს ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეს და უფრო მორგებულს, მარტივს და კომფორტულს ხდის მომხმარებლისთვის ბილეთის ყიდვის პროცესს. TKT-ს გუნდი მუდმივ კავშრზეა ავია კომპანიებთან, განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის მომხმარებელს და ვებ გვერდზე უზრუნველყოფს მხოლოდ დადასტურებული და გადამოწმებული რეისების განთავსებას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, TKT-ზე ავიაბილეთის შეძენისას, მომხმარებელი შემდეგი უპირატესობებით ისარგებლებს:

TKT.GE-ზე ავიაბილეთის ყიდვის პროცესში შენარჩუნებულია სიმარტივე და ბილეთის შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის მარტივი და კომფორტული პროცესია. ყველა საჭირო ინფორმაცია დაწვრილებითაა აღწერილი და მოცემულია ქართულ ენაზე.

ბილეთის ყიდვისას მომხმარებელი სხვა საიტზე არ გადამისამართდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი მიმართულებით ბილეთს TKT.GE - ზე შეიძენს, ეროვნულ ვალუტაში.

TKT-ზე საუკეთესო ფასებია! გუნდი მუდმივად ამოწმებს კონკრეტულ მიმართულებებზე ბილეთის ღირებულებას და ამ უკანასკნელს ყველაზე კონკურენტულ ფასად გთავაზობთ.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში ქართულენოვანი ქოლცენტრი ამომწურავ პასუხს გაგცემთ. ბილეთის შეძენის პროცესში ბუნებრვია ჩნდება ბევრი კითხვა, ხდება გაუთვალისწინებელი შეცდომები ან უბრალოდ საჭიროა რეკომენდაცია გამოცდილი კონსულტანტისგან. TKT-ს ცხელი ხაზი მუდამ მზად არის, დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.

TKT.GE კავკასიაში ყველაზე დიდი ონლაინ ბილეთების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეებით, მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის.

ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლის და ავია ბილეთების შეძენას ონლაინ.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა