აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენას უკავშირდება, 9 სამართალდარღვევა კი, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებია.

„ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში, მოქალაქეებს, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და საკარმიდამო ნაკვეთში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ მოწყობილი. დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი საამქროები დალუქეს. ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ამასთან, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში (გუზლიეთი) და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოში, მოქალაქეებმა, ჯამში 5 ერთეული წიწვოვანი და წიფლის სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს. ხულოს მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეებმა, ერთ-ერთი სატყეო უბნიდან, უკანონოდ, ტრანსპორტირების წესების დარღვევით გამოიტანეს, წიფლის სახეობის 32 ერთეული და წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული მორი. ჯამში ამოღებულია 48 ერთეული წიწვოვანი და წიფლის სახეობის მორი.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდეგ კი, რამდენიმე ფაქტის შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს