ატენის ხეობაში საავტომობილო გზის ნაპირების გასუფთავების სამუშაოები დილიდან განახლდა

ატენის ხეობაში საავტომობილო გზის ნაპირების გასუფთავების სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ტექნიკით ქვა - ღორღის გატანა მიმდინარეობს.

„შლამისა და ნაშალისგან სუფთავდება ატენის საავტომობილო გზის ნაპირები. რაც შეეხება სავალ ნაწილს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა.

9 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, უხვი ნალექის შედეგად, მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა. გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ხელმძღანელობით, ადგილზე ოპერატიულად დაიწყო გაწმენდითი სამუშოები და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საავტომობილო გზის გასუფთავება მალევე მოხერხდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა