ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს ტრანსპორტით ემსახურებიან და მზა საკვები მოქალაქეებისთვის სახლებში მიაქვთ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მომსახურების ცენტრის (უფასო სასადილოს) ბენეფიციარებს ტრანსპორტით ემსახურება და მზა საკვები მოქალაქეებისთვის სახლებში მიაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკვების მიტანა ყოველდღიურ რეჟიმში, დადგენილ დროს, ქალაქისა და სოფლების მასშტაბით ხორციელდება.

„მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, ბორჯომის მერიამ გადაწყვიტა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ტრანსპორტით თავად მომსახურებოდა და მათთვის კუთვნილი საკვები სახლში მიეტანა. საკვების მიტანა ყოველდღიურ რეჟიმში, დადგენილ დროს, ქალაქისა და სოფლების მასშტაბით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა