"ვოლტი" უკვე წყნეთშია!

6 მაისიდან მომხმარებელს საშუალება აქვს "ვოლტის" მომსახურებით წყნეთშიც ისარგებლოს. წყნეთში "ვოლტის" მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 30-მდე ობიექტი იქნება, მათ შორის რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და მაღაზიები.

„რეგიონული გაფართოება და "ვოლტის" სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გვიხარია, რომ წყნეთში ზაფხულის აქტიური სეზონის დაწყებამდე შევდივართ და შევძლებთ ჩვენი მომხმარებლისთვის ქალაქგარეთ გატარებული დღეები ბევრად კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“, - აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი, "ვოლტის" რეგიონალური მენეჯერი.

ასე რომ, "ვოლტით" გემრიელი კერძების, პროდუქტების, მედიკამენტებისა და სხვა მრავალი პროდუქტის შეკვეთა უკვე წყნეთშიც შეგიძლიათ, 24/7-ზე.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 150-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 40 000-ზე მეტ რესტორანსა და 90 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ახლა უკვე წყნეთის რესტორნებიდან და ობიექტიდანაა შესაძლებელი, ვოლტის სერვისით ყოველდღიურად ათი ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა