როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად იზრდება ახალი ტექნოლოგიების როლი და მცირდება ადამიანის ჩარევა. ჩვენს დროში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ცხოვრება მაღალი ტექნოლოგიების გარეშე. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სწორი გამოყენებით აადვილებს ჩვენს ცხოვრების ყველა შესაძლო სფეროს. სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი მცნებები, როგორიცაა ჭკვიანი ქალაქი და ჭკვიანი სოფელი.

უკვე 20 წელზე მეტია კომპანია Ekin Smart City Solutions ახორციელებს ჭკვიანი ქალაქებისთვის ტექნოლოგიების შემუშავებას, პროგრამული უზრუნველყოფის, აღჭურვილობისა და დიზაინის ერთობლივად შემუშავების გზით. Ekin-ის გადაწყვეტილებები ჭკვიანი ქალაქებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე, აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფო სექტორს და საწარმოებს მონაცემთა შეგროვების დინამიკურ ინსტრუმენტებს საგზაო მოძრაობის მართვის, გარემოს ანალიზისა და მონიტორინგის განსახორციელებლად.

კომპანია Ekin ლიდერია ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ტექნოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის სეგმენტში, მას გააჩნია ისეთი ინტელექტუალური და უნიკალური პროდუქტები, როგორიცაა: Ekin Patrol, Ekin Spotter, Ekin X Spotter და სხვა.

ეს სისტემები გვაძლევს ისეთი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების ავტომატური ამოცნობა, სიჩქარის განსაზღვრა და დარღვევის ფიქსაცია, წითელი შუქის მოთხოვნების დარღვევების, პარკირების წესების დარღვევის ფიქსაცია, სახის გარჩევა და სხვა ინტელექტუალური გადაწყვეტილებები ქალაქების მართვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. Ekin-ის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დამატებითი ინფრასტრუქტურული ხარჯის თავიდან აცილება.

Ekin SPOTTER

ჭკვიანი და ლამაზი გადაწყვეტილება

როგორც CES 2021 Innovation Awards პრემიის ლაურეატი ჭკვიანი ქალაქების კატეგორიაში, Ekin Spotter გამოირჩევა საკუთარი ელეგანტური დიზაინით და ადაპტაციის უნარით და აძლევს მომხმარებლებს ჭკვიანი ქალაქის ისეთ ძირითად შესაძლებლობებს, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების ავტომატური ამოცნობა, სიჩქარის განსაზღვრა და დარღვევის ფიქსაცია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოვლენა, გარემოზე დაკვირვება და ანალიზი, Wi-Fi დინამიკებისა და წვდომის წერტილების მოდულები ერთიანი კონსტრუქციის ფარგლებში, რაც ამცირებს მასობრივი მოწყობილობების აუცილებლობას. საკუთარი საოპერაციო სისტემის Ekin Red Eagle გამოყენებით მომხმარებლები ცენტრალიზებულად მართავენ მონაცემთა უსაფრთხო შეგროვებას, შენახვასა და ანალიზს.

Ekin PATROL G2

აქცევს პოლიციის ჩვეულებრივ მანქანებს ინტელექტუალურ საპატრულო მანქანებად

საერთაშორისო ჯილდოების მრავალგზის მფლობელი, Ekin Patrol G2, მსოფლიოში პირველი და ერთადერთი კომპაქტური ინტელექტუალური საპატრულო ბლოკი, ერგება ნებისმიერ ავტომობილს. წარმოადგენს რა უნიკალურ პროდუქტს, Ekin Patrol G2 აქცევს პოლიციის ჩვეულებრივ მანქანებს ინტელექტუალურ საპატრულო მანქანებად. Ekin Patrol G2, რომელიც არ საჭიროებს ინფრასტრუქტურულ დანახარჯს და არის მობილური პროდუქტი, წარმოადგენს საჭირო მხარდაჭერას სხვადასხვა წერტილებში, სადაც არ არის ფიქსირებული სისტემები. ინტეგრირებული კამერები ყველა მხრიდან უზრუნველყოფს დაკვირვებასა და ვიდეოჩაწერას 360 გრადუსით. Ekin Patrol G2 ავტომატურ და უწყვეტ რეჟიმში განსაზღვრავს სატრასნპორტო საშუალებების სიჩქარეს და სანომრე ნიშნებს მათი მხედველობის არეალში როგორც უძრავ, ასევე მოძრავ მდგომარეობაში, მაღალი სიზუსტით არჩევს ყველა ქვეყნის სანომრე ნიშანს, ადგენს დარღვევის ვიდეო- და ფოტოფაილებს მაღალი რეზოლუციით, ავტომატურად ახდენს ჯარიმების გენერირებას, სანომრე ნიშნების მიხედვით აფიქსირებს შავ სიაში მყოფ ავტომობილებს და ახნდენს განგაშის ხმოვანი და ვიზუალური სიგნალის გენერირებას პლანშეტის აპლიკაციაში.

Ekin X SPOTTER

სიჩქარის კონტროლის პორტატული სისტემა, სანომრე ნიშნებისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ამოცნობის სისტემა

Ekin X Spotter არის საგზაო მოძრაობის კონტროლის პორტატული სისტემა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, რომელიც ახორციელებს სანომრე ნიშნების ავტომატურ ამოცნობას, განსაზღვრავს მხედველობის არეალში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარეს და დარღვევებს. Ekin X Spotter-ის კომპაქტური დიზაინისა და ზომის გამო მისი დამონტაჟება მარტივად შეიძლება ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე მობილური გადაწყვეტილების სახით. ასევე, მისი დამონტაჟება შეიძლება ბოძზე, კედელზე ან საგზაო მოძრაობის მართვის შტატივზე საჭირო ადგილებში. მოტორული ზუმით 4K გამოსახულების გადამწოდის საშუალებით Ekin X Spotter უზრუნველყოფს ზემაღალი რეზოლუციის ვიდეოს, იწერს ფოტო- და ვიდეოსამხილებს ფოკუსისა და სიმკვეთრის დაკარგვის გარეშე. კამერა მოტორიანი ზუმით და გამოსახულების გადამწოდის მანძილზე დაკალიბრების ფუნქციით უზრუნველყოფს პარამეტრების მარტივად და სწრაფად გამართვას.

Ekin Red Eagle OS

ცენტრალიზებული მართვა

Ekin Red Eagle-ის საოპერაციო სისტემის გამოყენება გვაძლევს ჭკვიანი ქალაქის ყველა სისტემის ერთიანი ცენტრიდან კონტროლისა და მართვის შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა სისტემასთან ინტეგრაცია.

კომპანია Ekin-ის პროდუქცია წარმატებით გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, კატარი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი, შვედეთი, ყაზახეთი, აშშ, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მექსიკა, კოლუმბია და ა.შ.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა