ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს. კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და გოგი ალექსი-მესხიშვილის თქმით, სწორედ ეს განასხვავებს ფარაჯანოვს კინოხელოვნების დანარჩენი ოსტატებისგან.

„სასიამოვნოა, რომ კულტურულ სეზონს წინანდალში ვიწყებთ ორი შესანიშნავი ხელოვანის - სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის - ერთობლივი გამოფენით. ორი თბილისელი არტისტი, რომელიც ამავე დროს გლობალური მასშტაბის ხელოვანია, წინანდალში გადაიკვეთა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - გიორგი რამიშვილი, კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელი.

უტა ბაქაიას პერფორმანსების სერიამ, რომელიც მულტიმედია არტისტმა ფარაჯანოვის შემოქმედების ინსპირაციით შექმნა, მეხსიერების ფრაგმენტები წინანდლის ისტორიულ ბაღში გააცოცხლა. ღონისძიების ორგანიზატორია "წინანდლის მამულები".

მხარდამჭერები : თიბისი კონცეპტი და სილქნეტი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სტუმრებს გამოფენის ნახვა ქვეყანაში დაწესებული კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. გასულ საუკენეებში საერთაშორისო კულტურის ცენტრად მიჩნეული წინანდალი, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული კერაა. 2007 წლიდან დღემდე წინანდლის მამულმა მრავალ შესანიშნავ გამოფენას, კონცერტს თუ სხვა კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?