ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ჩინური "სინოფარმით" აიცრა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ჩინური "სინოფარმით" აიცრა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში ჩინური "სინოფარმით" აიცრა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი აცრილი ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

"დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით ავიცერი. თავს ვგრძნობ მხნედ და უკვე დაცულად. ვაქცინაციით შესაძლებელია ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ეს არის ერთადერთი გზა COVID-19-ის დასამარცხებლად და ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დასაბრუნებლად. ყველას მინდა მოვუწოდო, გაითვალისწინონ ექიმების რჩევები და ჩაიტარონ ვაქცინაცია დროულად", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.