ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. არსებული ინფორმაციით, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან" მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ. ისინი კომპენსაციას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში მათ კომპანსაციების გაცემა დაწყებული აქვთ და ადგილობროვების ნაწილთან შეთანხმება შედგა. მასივე თქმით, მოლაპარაკებაზე უარს მხოლპდ რამდენიმე ადამიანი აცხადებს და რადიკალურ ზომებს მიმართავენ. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესაძლოა, აღნიშნული პირები სხვა ძალების მიერ იყვნენ მართული.