გორის მერის განცხადებით, ორი მოადგილე თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა, რადგან ისინი გიორგი გახარიას გუნდის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერმა მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტზე განცხადება გააკეთა. კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ერასტი ელიჯარაშვილს და პაატა ივანიშვილს თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე არ დაუტოვებიათ და ორივე მათგანი მერმა შესაბამისი ბრძანებებით მოხსნა.

„მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად მივიღე, ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, დღეს გათავისუფლებული ადამიანები, ბოლო პერიოდში ეწეოდნენ გარკვეული პირების აგიტაციას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მათ მხარეზე. იმის მაგივრად რომ ქვეყანაში ამდენი გამოწვევა გვაქვს და მათ თავიანთი საქმე ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებული. ვიცით, რომ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს და ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენ გვერდით მაღალ თანამდებობებზე. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მათ განცხადებას სიის შესახებ, რომლითაც თითქოს, იგეგმება მერიის გარკვეული თანამშრომლების გათავისუფლება, არავითარი სიები არ არსებობს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებითვე, ელიჯარაშვილი და ივანიშვილი სამსახურში გიორგი გახარიას და მისი გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ ზეწოლასა თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გააკეთა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია