ხაშურის  მერის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თანამდებობას ტოვებს.ზურაბ როსებაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მას გუშინ შეხვდა და სთხოვა, რომ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაეწერა.

“პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას. გუშინ, დღის ბოლოს მქონდა შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზვიად ქურდაძესთან. ზვიადმა მთხოვა, რომ დამეწერა განცხადება და წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან, მე მივხვდი, რომ ეს ზვიადის გადაწყვეტილება არ იყო ეს ნიშნავდა პარტიულ გადაწყვეტილებას, ამიტომ, მე ნამდვილად ვერავის ვერ შევუქმნიდი პრობლემას და დღეს დილით თავად დავწერე განცხადება და დავტოვე თანამდებობა. რაც შეეხება მიზეზს, მე მიზეზი მისთვის ნამდვილად არ მიკითხავს", - განაცხადა ზურაბ როსებაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, აპირებს თუ არა როსებაშვილი, რომ შეუერთდეს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს, ხაშურის მერის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნულ გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა, ამ ეტაპზე პასუხისთვის მზად არ არის.

„ამ ეტაპზე, მე არანაირი გუნდის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ მე ბევრი მეგობარი მყავს იქ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამ თემაზე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, არ ვარ მზად, რომ ამაზე პასუხი გაგცეთ. რაც შეეხება მეგობრებს, ურთიერთობა მქონდა გიორგი ხოჯევანიშვილთან რამდენიმე წელია და შემდგომშიც მექნება, ალბათ ესაა მიზეზი, მე ვუკავშირებ ამას, ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ მისთვის არაფერი არ მიკითხავს", - აცხადებს როსებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გააკეთა. ისინი გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა