დავით გაბაიძე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

დავით გაბაიძე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. გაბაიძეს აცრა „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში" ჩაუტარდა.

„ვაქცინაცია არის საშუალება დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე ავიცერი და სხვებსაც მოვუწოდებ აიცრან“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.