ლევან ვასაძე ზუგდიდში თანამოაზრეებს შეხვდა

ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, ზუგდიდში თანამოაზრეებს შეხვდა. მისი განცხადებით, ეს არ არის წინასაარჩევნო შეხვედრა და არც მიტინგი.

„უბრალოდ ჩვენ დავდივართ მეგობრებთან ერთად რეგიონებში, ვხვდებით თანამოაზრეებს. თითეულ ჯერზე ჩაფიქრებული გვქონდა, რომ 5-6 კაცს შევხვდებით, ვესაუბრებით რეგიონის პრობლემებზე. მე ამპარტავნობით არ ვიძახი, მაგრამ გამოდის, რომ მეტ ხალხს უნდა შეხვედრა და ჩვენ არავის არ ვუშლით. ზუგდიდელებმა მითხრეს, კანონი რომ არ დავარღვიოთ, გარეთ დავდგეთო, ამიტომ გამოვიდა რომ მიტინგს ჰგავს. თითეულ ჩასვლაზე გვაქვს ორი ამოცანა - პირველი, ჩვენ ვეკითხებით რა სტკივა ქალაქს და რა პრობლემები აქვთ, რა გამოსავალს ხედავენ და მეორე - ჩვენ ვუზიარებთ ჩვენეულ შეხედულებებს, რა ხდება ქვეყანაში. გუშინ მესტიაში შეხვედრა ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო, მე ვთქვი, მითხარით, სვანეთს რა სტკივა, მესტიას რა სტკივა და მე მოგისმენთ-მეთქი. სვანებმა მითხრეს, რომ სვანეთს ის სტკივა, რაც საქართველოს სტკივაო და ვილაპარაკოთ საქართველოზეო. ისეთი საინტერესო კითხვები დამისვეს და ისე საინტერესო აზრები მოვისმინე, რომ ნამდვილად გავმდიდრდი. ეს არ არის საარჩევნო კამპანია, ეს არის შეხვედრა.

გუნდს წარვადგენთ ამ დღეებში, 16-ში ყველას გელოდებით ალექსანდრეს ბაღში, 14:00 საათზე და იქ ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ",- განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეხვდრას ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ის ვასაძის მეგობარია, თუმცა შემთხვევით აღმოჩნდა ზუგდიდში.

"მე აქ ვიყავი შემთხვევით. ლევანის მეგობარი ვარ და როგორ შეიძლება მეგობრები ერთმანეთის აზრს არ იზიარებდნენ. მე აგიტატორობისგან ცოტა შორს ვარ. თქვენ გაინტერესებთ, თორემ საზოგადოებას რაში აინტერესებს კლიმენტი კეკუტია რას აკეთებს. მე ერთ რაღაცას გეტყვით და დაგარიგებთ, უბრალოდ, ისეთ რაღაცეებს ვხედავ ტელევიზორში, საერთოდ ტელევიზორი უნდა გადავაგდო. ყველაფერი, 99% ტყუილია ტელევიზიაში",- განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა