ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილემ ბოლნისის მერთან ერთად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოდგილე ზვიად ჭუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიდან აცნობეს, ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს, ქუჩებზე ასევე ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

"ქვაფენილის დაგება, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზეც.

ზვიად ჭუნაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მონიტორინგის ფარგლებში, ასევე სოფელ ბალიჭში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელში ასფალტის გზის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების სრული ღირებულება 2 398 086 ლარს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 385 353 ლარის ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 247 647 ლარი იქნება.

“მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახლავთ როგორც უშუალოდ ქალაქში, ასევე სოფლად. დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად მოვინახულე ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. წელს აღნიშნული ფონდი 8 პროექტს აფინანსებს, რისთვისაც 4 მილიონ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება. ამას გარდა, წელსვე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა