ანრი ოხანაშვილი - ვინმემ ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა, ის არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს - ნუ ჰგონიათ, რომ ვინმემ პანიკა უნდა ატეხოს

იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. აღნიშნულით მან ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოში პროცესის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს თემა „მისი განხილვის და შეფასების“ საგანი არ არის“.

„შეცდომაში შეყავთ ეს ადამიანი და იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და უგულავა არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს. არასერიოზულია, ნუ ჰგონიათ, რომ მის გარშემო ვინმემ უნდა ატეხოს პანიკა და აჟიოტაჟი. თუ ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცედურა, ის როგორც მხარე, გაერკვეს თავის სამართლებრივ პროცედურებში და დააყენოს შუამდგომლობა, თუ რაც იქნება, შესაბამის პროცესზე. ეს არ არის ჩემი განხილვის და შეფასების საგანი, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში, 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა