ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს.

„თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მოწმობს თქვენს ფართო გამოცდილებაზე საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხებში და ასევე, ადასტურებს იმ დიდ ნდობას, რომელიც თქვენს კოლეგებს ამ კრიტიკულ დროებაში თქვენს მიმართ აქვთ, რადგან თქვენი არჩევა ემთხვევა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების დაბრუნებას ევროკავშირის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების შესაბამისად. მივესალმები იმ ფაქტს, რომ პარლამენტში არჩეულ პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობით, საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატის აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობით იმუშავებს. ამავდროულად, მსურს, ასამბლეის სახელით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი აქტიური მუშაობისთვის, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელობის პერიოდში გასწიეთ. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი დელეგაცია ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი აქტორები არიან და ასამბლეის მუშაობაში მათი წვლილი უკვე წლებია, განსაკუთრებულად ფასდება. მწამს, რომ ჩვენ მომავალშიც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის კონსტრუქციულ ჩართულობას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და მოველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ძვირფასო კახა, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენს ახალ, საპასუხისმგებლო საქმიანობაში",- წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მისალოც წერილში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ