განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია

სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა.

„სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.

როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა. სკოლაში დაბრუნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით განახლდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება, ხოლო შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია. ამასთანავე, თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.

კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ. კერძოდ, საჯარო და კერძო სკოლებში სრულფასოვნად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით და გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.

სწავლის განახლებასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან საზედამხედველო კონტროლი კვლავ გამკაცრდება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი.

როგორც უქმეებამდე, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე - https://online.emis.ge

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე“,- აღნიშნავენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს