იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

- ბატონო იაგო, ყველა თანხმდება, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერამ საშინაო პოლიტიკაში ახალი რეალობა ჩამოაყალიბება.

ახლა როცა იმავე 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მისმა გათავისუბლებამ ახალ რეალობას ახალი შტრიხები და ხასიათი შესძინა,

თქვენ როგორ შეაფასებდით 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ციხიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ არსებულ რეალობას საშინაო პოლიტიკაში?

- 19 აპრილის შეთანხმებამ ახალი სუნთქვა მისცა ოპოზიციურ სპექტრს საქართველოში, რომელიც გაიჭედა ბოიკოტის რეჟიმში და მისი მოქმედება წრეში უნაყოფო ტრიალს დაემსგავსა.

შეასრულა თუ არა პარლამენტის ბოიკოტმა თავისი საქმე? ვერ ვიტყოდი, რომ მას მხოლოდ დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდა. ბოიკოტმა და ბოიკოტში ოპოზიციურ პარტიათა უჩვეულო ერთსულოვნებამ, მცირე გამონაკლისის გარდა, შექმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსკენ მოახედა და აქტიური ინტერვენციის სურვილი გაუჩინა.

19 აპრილის შეთანხმებამ ახალი სუნთქვა მისცა ოპოზიციურ სპექტრს საქართველოში, რომელიც გაიჭედა ბოიკოტის რეჟიმში და მისი მოქმედება წრეში უნაყოფო ტრიალს დაემსგავსა

ბოიკოტი რომ მხოლოდ შიდა პოლიტიკურ აქციად დარჩენილიყო, ის შედეგად მოიტანდა გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისს, ოპოზიციის მარგინალიზაციას და ხელისუფლების ავტორიტარიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას. ავტორიტარიზმის მოთოკვა და თუნდაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების ამარა თანდათან სულ უფრო უტოპიურ ამოცანად გამოიყურებოდა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სახელისუფლო სტრუქტურების უპრეცედენტო აქტიურობამ გაარღვია საქართველოს შიდა პოლიტიკაში წარმოქმნილი დაჭაობებული წრე და ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას ახალი ბიძგი მისცა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სახელისუფლო სტრუქტურების უპრეცედენტო აქტიურობამ გაარღვია საქართველოს შიდა პოლიტიკაში წარმოქმნილი დაჭაობებული წრე და ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას ახალი ბიძგი მისცა

ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებაც ამ განახლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ის ციხიდან გამოვიდა როგორც ერთგვარად ზეპარტიული ლიდერი - მისი მიმართ კეთილგანწყობას ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერებიც კი ინარჩუნებენ, ვინც „ნაცმოძრაობას“ მწვავედ დაუპირისპირდნენ.

მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ლოიალობისა და ნდობის ასეთი მაღალი ხარისხი ნიკა მელიას უპირატესობას ანიჭებს, თუმცა, ამავე დროს, ტვირთიცაა, რადგან მას მოუწევს ოპოზიცურ ფლანგზე უკვე გაჩენილი ხანძრების ჩაქრობა და საერთო ოპოზიციურ დღის წესრიგზე აქტიური ზრუნვა.

არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა მელია თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნითაც გადააწყდეს წინააღმდეგობებს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.

- ოპოზიციისთვის დამდგარი რეალობა უფრო რთულია, ვიდრე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული. მათ რიგებში საკმაოდ ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ასუსტებს ყველას - პარლამენტში შეუსლებსაც და გარეთ დარჩენილებსაც.

ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, უნდა შევიდნენ ისინი თუ არა პარლამენტში. მელიას გამოშვების შემდეგ გახშირდა საუბრები იმაზე, რომ იგი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ოპოზიციური ფლანგის გამაერთიანებელი ახალი იდეებითა და ორიენტირებით.

თქვენი დაკვირვებით მოახლოებულ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე რა ამოცანების წინაშე დგას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია და რომელმაც 2020 არჩევნებზე ხმების 27% მიიღო?

- ცხადია, „ნაცმოძრაობა,“ ყველანაირად შეეცდება, რომ ერთადერთი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს. თუმცა, ეს მისთვის ისეთივე იოლი ამოცანა არ იქნება, როგორც წინა წლებში, როდესაც, პრაქტიკულად, „შუა გაკრეფილი იყო“.

ცხადია, „ნაცმოძრაობა,“ ყველანაირად შეეცდება, რომ ერთადერთი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს. თუმცა, ეს მისთვის ისეთივე იოლი ამოცანა არ იქნება, როგორც წინა წლებში, როდესაც, პრაქტიკულად, „შუა გაკრეფილი იყო“

ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ახალი პარტიები, ახალი ლიდერები, რომლებიც ნელა, მაგრამ მაინც იზრდებიან. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ეს პატარა პარტიები თავის ორბიტაზე შემოიყვანოს, „ნაცმოძრაობის“ სატელიტის და არა პოლიტიკური ალტერნატივის იარლიყით აცხოვროს. ზოგჯერ ამის აუცილებლობას არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ნება, არამედ ობიექტური ვითარებაც განაპირობებს.

თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც ვხედავთ, რომ პატარა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უფრო მოქნილები გახდნენ და თავადაც დაიწყეს საკუთარი წესებით თამაში. დღეს არა მხოლოდ შედარებით პატარა ოპოზიციურ პარტიებს უწევთ “ნაცმოძრაობის „დაკრულზე“ ცეკვა, არამედ პირიქითაც ხდება - „ნაცმოძრაობას“ უწევს სხვა პარტიების ამბიციების გათვალისწინება.

საბოლოო ჯამში, ეს ჯანსაღი პროცესია - ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მთავრდება ორპოლუსიანი პოლიტიკის ხანა და მკვიდრდება მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრება, თავისი შიდა დინებებითა და დაძაბულობებით. ეს პროცესი თავის ინსტიტუციურ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს, თუნდაც კოალიციური ხელისუფლების შექმნის სახით მომავალ არჩევნებში.

ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მთავრდება ორპოლუსიანი პოლიტიკის ხანა და მკვიდრდება მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრება, თავისი შიდა დინებებითა და დაძაბულობებით. ეს პროცესი თავის ინსტიტუციურ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს, თუნდაც კოალიციური ხელისუფლების შექმნის სახით მომავალ არჩევნებში

- თქვენი დაკვირვებით დეპუტატები „ნაცმოძრაობიდან“ შევლენ თუ არა პარლამენტში? ოპოზიციასთან ურთიერთობის რა გზას აირჩევს მელია და „ნაცმოძრაობა“?

- ვფიქრობ, „ნაცმოძრაობა,“ ცოტა დაყვედრებით და ცოტა აჟიოტაჟით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შევა პარლამენტში. მათი ლიდერების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით ხვდება, რომ არშესვლა გაცილებით უარესია შესვლაზე.

არშესვლას ახლავს პარტიის დასუსტების რისკი, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობას,“ დამოუკიდებლად, არ შეუძლია მასობრივი საპროტესტო მოძრაობის აგორება. საპარლამენტო მანდატებით შეიარაღებულები, ისინი უფრო მეტად გამოჩნდებიან და პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების უფრო მეტი და მძლავრი ბერკეტები ექნებათ.

ვფიქრობ, „ნაცმოძრაობა,“ ცოტა დაყვედრებით და ცოტა აჟიოტაჟით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შევა პარლამენტში. მათი ლიდერების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით ხვდება, რომ არშესვლა გაცილებით უარესია შესვლაზე

- „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „ნიკა მელია ნაკლები პოლიტიკური დანაკარგებით გამოვიდა ციხიდან, მას აქვს გარკვეული ზეპარტიული ლიდერის შარმი, გამოდის უფრო საშიში.

ხელისუფლება ცდილობს მელიაზე კნინობითი ფორმით ისაუბროს, რაც მათი მხრიდან მის მიმართ შერჩეულ ტაქტიკას უფრო ჰგავს და ამაში გასაკვირი არაფერია. თან, როგორც ჩანს, ისინი მასში საფრთხეს მართლა ხედავენ.

მაგრამ, ფაქტია, რომ მელია საფრთხეა არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომლებმაც 2020 არჩევნებზე ხმების 2-5% მეტი არ აუღიათ.

თქვენი დაკვირვებით „ნაცმოძრაობასთან“ და მელიასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის რა გზას აირჩევენ ის პარტიები ადგილობრივ არჩევნებზე, რომლებსაც 2020 არჩევნებზე ხმების 2-5% მეტი არ აქვთ მიღებული?

- არ ვფიქრობ, რომ 2-5%-იანი ოპოზიციურ პარტიების უმრავლესობას მელიას ასპარეზზე გამოსვლა აშინებს და მასში საფრთხეს ხედავს. უფრო პირიქით - მელიას პოლიტიკური რესურსი ბოლო წლებში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა, მიმართულია პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, კონსენსუსზე და კომპრომისზე.

მას არ აქვს ექსპანსიონისტური პოლიტიკური „მადა“, რომლითაც ყველაფერს საკუთარი პარტიისკენ ექაჩება. სხვა ლიდერებისგან, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით.

ამდენად, მელიას ფიგურას უფრო „მაშველ რგოლად“ მოიაზრებენ პატარა ოპოზიციური პარტიები, რათა პოლიტიკურ ველზე წონასწორობა შენარჩუნდეს და თანამშრომლობა შესაძლებელი გახდეს ერთმანეთის ჩაძირვისა და „გადაყლაპვის“ გარეშე.

მელიას ფიგურას უფრო „მაშველ რგოლად“ მოიაზრებენ პატარა ოპოზიციური პარტიები, რათა პოლიტიკურ ველზე წონასწორობა შენარჩუნდეს და თანამშრომლობა შესაძლებელი გახდეს ერთმანეთის ჩაძირვისა და „გადაყლაპვის“ გარეშე

- დამკვირვებელთა ნაწილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ თუ ოპოზიციას რაციონალიზმი, თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია.

ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

გასაგებია, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო ოპოზიცია ხელისუფლების ერთიან ფრონტს ვერ შექმნის, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ოპოზიციას სურს „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხება, მათ შორის კოორდინაცია საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

რამდენად აქვს შანსი „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერს ადგილობრივ არჩევნებზე უზრუნველყოს ოპოზიციის კოორდინებული საქმიანობა, რაც „ქართულ ოცნებას“ იმავე არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43%-ს არ მიაღებინებს?

- პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია. ჯერ ერთი, „ქართული ოცნების“ ელექტორატი შეთხელდა „ოცნებისგან“ გიორგი გახარიას გათიშვით და დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებით.

კიდევაც რომ ვივარაუდოთ, რომ გახარია ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ეს მაინც არღვევს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სხეულის მონოლითურობას და თანაც ისე, რომ ვერც გახარიას პარტიას აძლევს უმრავლესობის მობილიზების შესაძლებლობას.

„ოცნებისგან“ ხმების გარკვეული რაოდენობით წართმევას ლევან ვასაძის ახალი პარტიაც შეძლებს. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ელექტორატი კიდევ უფრო მეტად დაქსაქსული ხვდება ადგილობრივ არჩევნებს, რაც ხელისუფლებას 43%-ის აღების შანსს ძალზე ურთულებს.

კიდევაც რომ ვივარაუდოთ, რომ გახარია ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ეს მაინც არღვევს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სხეულის მონოლითურობას და თანაც ისე, რომ ვერც გახარიას პარტიას აძლევს უმრავლესობის მობილიზების შესაძლებლობას. „ოცნებისგან“ ხმების გარკვეული რაოდენობით წართმევას ლევან ვასაძის ახალი პარტიაც შეძლებს

აქვე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის რეალიზება ბევრწილად არის დამოკიდებული ერთმანეთთან თავსებადი, პირველ რიგში, ლიბერალური ღირებულებებისა და საგარეო პრიორიტეტების გაზიარების თვალსაზრისით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რაციონალურ თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე.

ამ კოორდინაციის ნაწილია, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს შესაძლებელია, საერთო კანდიდატების დაყენება და ა.შ. ეს იდევ უფრო გაურთულებს ხელისუფლებას 43%-იან ზღვრამდე მისვლას.

- 19 აპრილის შეთანხმების რეალიზაციის დაწყების ფონზე ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ხელისუფლების სადღეისო და სამომავლო ამოცანებს.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების უახლოესი ამოცანაა 19 აპრილის პუნქტები მისთვის სასარგებლო რედაქციით იქნას მიღებული.

მეტიც, ხელისუფლება ახერხებს რომ ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპიროს და იმიჯურად დააზიანოს ოპოზიციის ორივე ფრთა, თავად კი განზე გადგეს და სეირს უყუროს.

ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ამნისტიის კანონის პროექტი და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თემებზე პარლამენტში შესულ კანონებთან დაკავშირებით ოპოზიციონერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ შეთანხმების დანარჩენი პუნქტები სრულად არ შესრულდეს. თქვენი აზრით, ახალ რეალობაში 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად არჩევნებამდე რა ამოცანები აქვს გადასაჭრელი ხელისუფლებას?

- ხელისუფლება, რასაკვირველია, აქტიურად შეეცდება, რომ ოპოზიციურ სპექტრში გამთიშველის როლი მაქსიმალური ძალისხმევით ითამაშოს, წყალი აამღვრიოს და თავად წარმატებით ითევზაოს.

მეორე მხრივ, ხელისუფლება შეეცდება „დაალაგოს“ ურთიერთობა ახალ - გიორგი გახარიას და ლევან ვასაძის - პარტიებთან, მით უფრო, თუ ამ პარტიების შემოსვლა პოლიტიკურ ავანსცენაზე ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული, რასაც ვერ გამოვრიცხავთ.

„ქართული ოცნება“ წინ იხედება - იმ შემთხვევაში, თუ დადგა კოალიციური ხელისუფლების ფორმირების აუცილებლობა, რაც სავსებით მოსალოდნელია მომავალ არჩევნებზე, მას უნდა, ჰყავდეს მასთან თავსებადი და „შინაური“ პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც ბლოკს შეკრავს და ვისი მეშვეობითაც თუნდაც შეკვეცილ ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს.

ქართული ოცნება“ წინ იხედება - იმ შემთხვევაში, თუ დადგა კოალიციური ხელისუფლების ფორმირების აუცილებლობა, რაც სავსებით მოსალოდნელია მომავალ არჩევნებზე, მას უნდა, ჰყავდეს მასთან თავსებადი და „შინაური“ პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც ბლოკს შეკრავს და ვისი მეშვეობითაც თუნდაც შეკვეცილ ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს

- ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფები გამოჩდნენ. მხედველობაში მაქვს ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის გამოჩენა.

უცნაური ისაა, რომ ერთსაც და მეორესაც ხელისუფლების სატელიტობას უწინასწარმეტყველებენ. ფაქტია, ექსპრემიერ გახარიას ხელისუფლების მისამართით ჯერ კრიტიკული ბევრი არც არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით მის პოზიციას მელიას დაკავების ფორმებთან დაკავშირებით.

მელიას დაკავებაზე ევროპული საბჭოს რეაქციამ დაადასტურა რომ ამ საკითხში გახარია პოზიცია საკმაოდ საფუძვლიანი იყო.

რაც შეეხება ლევან ვასაძეს, მისი საჯარო განცხადებები საკმაოდ კრიტიკული იყო. მეტიც, მან ხელისუფლება ქვეყანაში „ქაოსისა და უპერსპექტივობის“ მორევში აღმოჩენაში დაადანაშაულა.

ფაქტია ისიც, რომ ვასაძეს რიგი განცხადებებისა და რუს პოლიტიკოს დუგინთან მეგობრობის გამო, კრემლის პროექტობა ბრალდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის პერსპექტივებს ქართულ პოლიტიკაში?

- როგორც გიორგი გახარიას, ისე ლევან ვასაძის პარტიებს აუცილებლად ექნებათ თავიანთი პოლიტიკური ნიშა საქართველოს ელექტორატში. გიორგი გახარიას პარტიას ექნება პრეტენზია, რომ ის უფრო თანმიმდევრულად გაატარებს რეფორმებს განსაკუთრებით, ეკონომიკურ რეფორმას, დააბალანსებს საგარეო პრიორიტეტებს დასავლეთსა და რუსეთს შორის და არაკოჰაბიტაციურად დაუპირისპირდება „ნაცმოძრაობას“. შეიძლება ითქვას, რომ გახარიას პარტია „ახალი ქართული ოცნების“ იმიჯით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე.

შეიძლება ითქვას, რომ გახარიას პარტია „ახალი ქართული ოცნების“ იმიჯით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე

რაც შეეხება ლევან ვასაძის პარტიას, ის დაიკავებს კონსერვატორი, ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი/ ანტიმედასავლეთე და ნაციონალისტური ამომრჩევლის ნიშას. ის, ერთგვარად, „ახალი პატრიოტთა ალიანსის“ ფუნქციას შეასრულებს. საინტერესოა, რომ ორივე ახალი პარტია, ერთმანეთთან იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების მიუხედავად, „ქართული ოცნებისთვის“ მისი მარჯვენა და მარცხენა კიდურების გაგრძელებები იქნება.

ლევან ვასაძის პარტია დაიკავებს კონსერვატორი, ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი/ ანტიმედასავლეთე და ნაციონალისტური ამომრჩევლის ნიშას. ის, ერთგვარად, „ახალი პატრიოტთა ალიანსის“ ფუნქციას შეასრულებს. საინტერესოა, რომ გახარიასა და ვასაძის ახალი პარტიები, ერთმანეთთან იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების მიუხედავად, „ქართული ოცნებისთვის“ მისი მარჯვენა და მარცხენა კიდურების გაგრძელებები იქნება

„ქართული ოცნება“ ორივე პარტიას გაუწვდის ხელს, რათა ძალაუფლებაში დარჩეს. შესაძლოა, ამ თანამშრომლობამ ერთმანეთის კრიტიკაზე, ლანძღვაზეც კი გაიაროს, მაგრამ, საბოლოო ერთ კვანძად შეიკრას, როდესაც საქმე ხელისუფლების განაწილებამდე მივა.

- რაც შეეხება ლევან ვასაძის პერსპექტივას, ამაზე რას იტყოდით? რას შეიძლება ნიშნავდეს პოლიტიკაში ვასაძის ახლა გამოჩენა?

სხვათა შორის, ბევრი ამტკიცებს, რომ თუ ვასაძე პოლიტიკაში სერიოზულად ჩაერთო, იგი „მთელ ოპოზიციას ქუჩას წაართმევს“?

- ლევან ვასაძის ელექტორალურ ნიშაზე უკვე ვისაუბრე. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დიდი იქნება ეს ნიშა, ჩემი აზრით, არ იქნება დიდი და არჩევნებში ვერასოდეს მიაღწევს ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლამდე.

ქართული საზოგადოება, საერთაშორისო სტრუქტურების კლასიფიკაციით, „ჰიბრიდული“ საზოგადოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში თანაარსებობს ლიბერალური და ტრადიციული, დემოკრატიული და ავტორიტარული და ა.შ. ტენდენციები.

თანაც, საქართველომ მოდერნული საზოგადოების მშენებლობის გზაზე, მიუხედავად დაბრკოლებებისა და ზიგზაგებისა, სერიოზულ წარმატებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიბერალური და დემოკრატიული ტენდენციები მაინც წამყვანია. ამდენად. ლევან ვასაძეს და მის პარტიას ვერ ექნება მასშტაბური მხარდაჭერა, ამას თავად საქართველოს მოდერნულობის ხარისხი გამორიცხავს.

საქართველოში ლიბერალური და დემოკრატიული ტენდენციები მაინც წამყვანია. ამდენად, ლევან ვასაძეს და მის პარტიას ვერ ექნება მასშტაბური მხარდაჭერა, ამას თავად საქართველოს მოდერნულობის ხარისხი გამორიცხავს

- შემოდგომის არჩევნებამდე 5 თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ვხედავთ, რომ საარჩევნო მარათონი უკვე კარგა ხანია დაწყებულია.

ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების მაქსიმალურად დისკრედიტაციას და ხელისუფლების ალტერნატივად თავის წარმოჩენას. მართალია, ხელისუფლების ალტერნატივობაზე პრეტენზია ბევრს აქვს, მაგრამ მაინც.

თავის მხრივ ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს. იმის ფონზე რომ ქვეყანაში მაინცადამაინც არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, იგი ასევე ცდილობს ოპონენტების დისკრედიტაციას. თან ისე, რომ მასთან საჯარო დებატებზე დღემდე ბოიკოტის რეჟიმშია.

თქვენი შეფასებით ოპონენტების დისკრედიტაციის საქმეში ვინ უფრო წარმატებულია - ხელისუფლება, თუ ოპოზიცია?

ხელისუფლების კრიტიკაში, დისკრედიტაციაში, თუ გნებავთ, უფრო იოლია წარმატების მიღწევა, ვინაიდან ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, სხვადასხვა მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო ფორსირებულია - მის კრიტიკას ხელისუფლება თავად უქმნის ნოყიერ ნიადაგს, რადგან ვერ მოიპოვა რამდენადმე ხელშესახები წარმატება ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების გადაჭრის გზაზე, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ღირსეული პენსია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით