გორის მერიის კიდევ ორმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ორმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების თაობაზე განცხადებები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ლალებაშვილმა და ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა გია პაპიტაშვილმა დაწერეს. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა.

გია პაპიტაშვილის თქმით, განცხადების დაწერამდე მას გორის მერი ესაუბრა, რის შემდეგაც სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, მალხაზ ლალებაშვილი აცხადებს, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს, მუშაობის გაგრძელებას კი კერძო სექტორში გეგმავს.

შეგახსენებთ, გუშინ, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ გორის მერის მოადგილეები - ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. ელიჯარაშვილის და ივანიშვილის პოსტებიდან გათავისუფლების მოტივად გორის მერმა ის ფაქტი დაასახელა, რომ მოადგილეები სამსახურში გახარიას გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ.

იხილეთ ვიდეო:გორის მერიის კიდევ ორმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა