ანრი ოხანაშვილი გიგი უგულავაზე - ბიუჯეტის ქურდი, 48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის და იმის ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს

48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის და იმის ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს, - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეზე საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ევროპის ფარგლებშიც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი. ბიუჯეტის ქურდი, 48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის და იმის ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს. პირიქით კარგია, რაც უფრო მეტი შეიტანს ასეთ სარჩელს, მით უკეთესი საქართველოსთვის. უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე თავს მოჭრიან ჩვენს ქვეყანას. ამ ადამიანებს ერთი მხრივ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და მეორე მხრივ, ზოგი ბიუჯეტის ქურდია. შეიტანონ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს