თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და რესტორატორი, ნიცის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორნის, La langouste-ის დამფუძნებელი და მფლობელი, გია მორდეხაშვილი და ქართველი შეფ კონდიტერი მაიკო ჩხეტია საქართველოში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელის განვითარების გეგმებს აანონსებენ.

ბრენდის სახელი ბიზუ - Bisues იქნება, რაც ფრანგულად კოცნას ნიშნავს. ბრენდის ლოგო ასოცირდება როგორც ბრენდის დასახელების პირველ ასოსთან, ასევე ტუჩებთან და გულთან.

ბრენდის პირველი მაღაზია 12 მაისს, ირაკლი აბაშიძის 46 ნომერში გაიხსნა.

როგორც გია მორდეხაშვილი განმარტავს, ბიზუს კონცეპციის ფილოსიფიაში, ისევე როგორც ეს მის ფრანგულ რესტორანშია, პრიორიტეტი მიენიჭება პროდუქციის გემოს და ინგრედიენტების ხარისხს. ასევე გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტენდენციები ჯანსაღი კვების მიმართულებით.

მაღაზიის ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში. ძირითადი აქცენტი გადატანილია პროდუქციის ხარისხზე და წარმოების ეფექტურობაზე, რაც საშუალებას იძლევა ბიზუს პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლის ფართო წრისათვის.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის 46

ტელეფონი: 032 2195552

გახსნილია ყოველდღე 9:00 – 20:00

ბმულები:

https://www.facebook.com/bisousgeorgia

https://www.instagram.com/bisousgeorgia

https://www.facebook.com/lalangoustenice

www.bisous.ge

(R)

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის