ბათუმში, ქათამაძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხში მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები დაიწყო

ბათუმში, ქათამაძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხში მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლის“ პრესამსახურიდან აცნობეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში 1900-მდე გრძ.მ-ზე ახალი ქსელი მოეწყობა.

მოძველებული წყალარინების სისტემა ადგილობრივებს ათეული წლის განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა.

წყალარინების ახალი ქსელით 100-მდე აბონენტი ისაგებლებს.

აღნიშნულ სამუშაოებს, „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ადგილზე გაეცნო.

„ქათამაძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხში წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები დაიწყო. ახალი ქსელით 100-მდე აბონენტი ისარგებლებს. საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა მამია ვარშანიძის ჩიხში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ანგისისა და თამარის დასახლებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა