ბათუმში მუსლიმმა მრევლმა რამადან ბაირამის დღესასწაული ორთაჯამეში აღნიშნა. სადღესასწაულო ლოცვა სრულიად საქართველის მუფთმა შეასრულა.
მომლოცველებმა დღესასწაულამდე 30-დღიანი მარხვა დაიცვეს. მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მიულოცა, რომელიც ორთაჯამეში იმყოფებოდა.